მე-13 მიზანი

           მდგრადი განვითარების მე-13 მიზანი

   გარემოსდაცვითი ღონისძიებები კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლების     წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარება


     კლიმატის ცვლილება მასშტაბურ გამოწვევას წარმოადგენს, რომლის წინააღმდეგ ბრძო-ლისთვის აუცილებელია მსოფლიოს ერთობლივი მოქმედება, ანგარიშვალდებული მთავ-რობა, მოქნილი ინსტიტუტები და რესურსებისა და მონაცემების ღიაობა. კლიმატის ცვლი-ლების წინააღმდეგ მიმართული მრავალი საერთაშორისო ძალისხმევა ემყარება ღია მმარ-თველობის პრინციპებს . გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ მმართველობის სისტემებში ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა ჩართულობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის პროცესს.  სამოქალაქო ჩართულობის მძლავრი და ინკლუზიური მექანიზმები მოქალაქეებს ეხმარება მოწყვლადი საზოგადოებების დაც-ვისთვის საჭირო რესურსების პრიორიტიზირებაში. გამ-ვირვალობის მეტი ხარისხი დაეხ-მარება მოქალაქეებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს კლიმატის ცვლილების პრევენ-ციისთვის გამოყოფილი ფინანსების მონიტორინგში, რაც გაზრდის შედეგებზე ანგარიშ-ვალდებულების ხარისხს. სასამართლო სისტემაზე ხელმისაწვდომობა მოქალაქეებსა და სხვა ინტერეს ჯგუფებს გაუადვილებს საჩივრების დაკმაყოფილებას იმ შემთხვევაში, როცა საზოგადოებრივ ინტერესებს საფრთხე ემუქრება.

0 comments:

Post a Comment