პროექტის გეგმა

 

პროექტის შესახებ

• კლიმატის ცვლილება დღეს კაცობრიობის ერთ-ერთი აქტუალური და პოპულარული თემაა. კლიმატის ცვლილებამ მოსახლეობა ეკოლოგიური პრობლემების წინაშე დააყენა. ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია, უმთავრესი პრობლემაა მთელ დედამიწაზე. საჭიროა ერთად ვიზრუნოთ, რათა შევინარჩუნოთ ,,მწვანე პლანეტა“. პრობლემის თავიდან აცილებისათვის უნდა შევიმუშავოთ საჭირო ღონისძიებები. მოვახდინოთ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების გათვალისწინება . დღეს ჩვენი მოსწავლეები ხვალინდელი ზრდასრული პირები იქნებიან, რომლებიც ყველაზე მეტად მიიღებენ კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებს. აუცილებელია, გამოვიკვლიოთ პრობლემა, შევიმუშავოთ კლიმატის ცვლილების შერბილებისათვის საჭირო ღონისძიებები, რათა გაუმკლავდეთ სხვადასხვა ეკოლოგიურ გამოწვევებს.

მოზნები 

 ·         მოსწავლეებში ეკოლოგიური წიგნიერების კომპეტენციის განვითარება;

·         კლიმატის ცვლილების გარემოზე მოქმედები გაცნობიერება;

·         მოსწავლეებში ციფრული ტექნოლოგიების მიზნობრივად გამოყენების უნარ-ჩვევის განვითარება;

·       სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციის განვითარება.

 

სამუშაო პროცესი

დეკემბერი
პარტნიორი სკოლების გაცნობა,სკოლების დამეგობრება, პროექტის ბლოგის შექმნა;
რუკაზე მონაწილე სკოლების ადგილმდებარეობის მონიშვნა;
იანვარი
ლოგოს შექმნა/ კონკურსი;
თებერვალი -
გაეროს მდგრადი განვითარების მე-13 მიზნის გაცნობა;
ინფორმაციის მოძიება კლიმატის ცვლილების შესახებ;
ელექტრონული კალკულატორი
მარტი
კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული პრობლემები მსოფლიოში /ჩვენს ქვეყანაში /რეგიონში;
წყალი და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე - ბუკლეტის დამზადება და გავრცელება თემში;
22 მარტი - მსოფლიო წყლის დღე;
დამეგობრებულ დამეგობრებულ სკოლებს შორის ონლაინ ჩართვა;
აპრილი
კვირეულის ფარგლებში მოეწყოს გარემოს დასუფთავება და გამწვანების აქცია ,, დედამიწა ჩემი სახლია“;
22 აპრილი დედამიწის დღე - ვიზრუნოთ ერთად ,,გავუფრთხილდეთ პლანეტას!“
მაისი
შეხვედრა ექსპერტთან კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიზნით. ვირტუალური მოგზაურობა;
კლიმატის საერთაშორისო დღე - 15 მაისი (გამოფენა/ პრეზენტაციის მოწყობა);
ბიომრავალფეროვნების მსოფლიო დღე 22 მაისი(პოსტერები)
ივნისი
ონლაინ კონფერენცია

მისაღწევი შედეგები

Ø  მოსწავლეებს განუვითარდათ ეკოლოგიური წიგნიერების კომპეტენცია;

Ø   მოსწავლეებმა გააცნობიერეს, თუ როგორ მოქმედებს კლიმატის ცვლილება გარემოზე;

Ø  პროექტის შემდეგ მოსწავლეები შეეცდებიან  თუ  შერბილონ ეკოლოგიური პრობლემები, ისწავლიან როგორ გამკლავნენ ეკოლოგიურ გამოწვევებს და შეძლებენ მიღებულ ცოდნის გაავრცელება საკუთარ სკოლაში და ადგილობრივ თემში.

Ø  მოსწავლებს განუვითარდათ  ციფრულ ტექნოლოგიების  მიზნობრივად გამოყენების უნარ-ჩვევა;

Ø  მაღლდა  სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია.

0 comments:

Post a Comment